შრომის კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით პარიზში, მარსელში, ლიონში, ნანტსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში გამართული მასობრივი მანიფესტაციები პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
როგორც euronews.ge წერს, პროფკავშირების მოწოდებით ქუჩებში უნივერსიტეტის სტუდენტები და უფროსკლასელები გამოვიდნენ, რის გამოც ასობით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პროცესი შეწყდა.
ხულიგნობის მუხლით ათობით ადამიანი დააკავეს, ხოლო რამდენიმე პოლიციელმა მომიტინგეებთან შეტაკების დროს სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
"უფროსკლასელების მანიფესტაციები საფრანგეთში უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს", - წერს euronews.ge.