ასპინძაში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ასპინძაში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. 
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრებმა მის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.