თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთის პროვინცია დიარბაქირში გუშინ მომხდარ აფეთქებას, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაიჭრა, ტერაქტი უწოდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა ვაშინგტონში გააკეთა, სადაც ის ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება. "ტერორი კვლავ გვიჩვენებს თავის მახინჯ სახეს. ჩვენი უსაფრთხოების ძალების გადამწყვეტი ბრძოლა, უფლის დახმარებით, ამას ბოლოს მოუღებს", - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, ის "ბოევიკები", რომლებიც აფეთქების უკან დგანან, "კუთხეში არიან მიმწყვდეულები".
დიარბაქირში აფეთქება ავტოსადგურთან მოხდა, როდესაც იქ პოლიციელებმა გაიარეს.