ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში, სადაც 22 მარტს ტერაქტები მოხდა, "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერები მუშაობენ.
ამის შესახებ ბელგიური გამოცემა De Standaard-ი სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, საუბარია სავარაუდოდ, 50 მხარდაჭერზე. ზოგიერთ მათგანს უსაფრთხოების სამსახურის საშვი აქვს და შეუძლია, თვითმფრინავის სალონში მოხვდეს.
De Standaard-ი წერს, რომ ბრიუსელის პოლიციის თანამშრომლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო მხარდამჭერები ბრიუსელის აეროპორტის მაღაზიებსა და ბარგის განყოფილებაში მუშაობენ. პერსონალს შორის არიან ადამიანები კრიმინალური წარსულით.