ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა

ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად კობა კობალაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე დაინიშნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერანთა საკითხებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა და აღნიშნა, რომ რიგით ვეტერანად რჩება.