2012 წელს იყო სრულიად სხვა რეალობა, როდესაც "ქართული ოცნება" არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წელს წინასაარჩევნო პროცესი იყო ძალიან მძიმე.
"დღეს რეალობა სხვანაირია. დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი არის გაცილებით უფრო გამჭვირვალე და დემოკრატიული", -განაცხადა პრემიერმა.
აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადებით, ფიქრობენ, რომ ნორმალური გადაწყვეტილებაა კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.