პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავს

პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ამსახველ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშის მოსმენა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეა დაგეგმილი. ანგარიშის განხილვას ფრაქციის ან უმცირების ფორმატში გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მათ შემდეგ შემაჯამებელ სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჩაატარებს. 

ანგარიშს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში დღეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პლენარულ სხდომაზე კი, დეპუტატები ვახტანგ გომელაურის მისვლას ელოდებიან. 
წინასწარი ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურს პლენარულ სხდომაზე ხვალ, 30 მარტს მოუსმენენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს საქმიანობის ამსახველი ანგარიში გუშინ წარუდგინა. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული სამსახურიდან, მისი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ხელმოწერით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.