ანა ნაცვლიშვილი - განცხადებები, რომლებიც გააკეთეს თამაზ მეჭიაურმა, დავით ლორთქიფანიძემ და გოგი თოფაძემ ბევრ კითხვას აჩენს

ანა ნაცვლიშვილი - განცხადებები, რომლებიც გააკეთეს თამაზ მეჭიაურმა, დავით ლორთქიფანიძემ და გოგი თოფაძემ ბევრ კითხვას აჩენს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან შესწავლის საგანი უნდა გახდეს, საიდან შეიძლება ფლობდეს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი. 

როგორც ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, განცხადებები, რომლებიც გააკეთეს თამაზ მეჭიაურმა, დავით ლორთქიფანიძემ და გოგი თოფაძემ, არის ცალსახად მიუღებელი და ბევრ კითხვას აჩენს საიდან აქვთ ამ ადამიანებს დამატებითი ინფორმაცია ფარულ კადრებთან და მათ შესაძლო შინაარსთან დაკავშირებით.

"ასევე ძალიან სერიოზულ კითხვას აჩენს, რატომ ემთხვევა მათი მესიჯები ვიდეოების გამავრცელებლების მესიჯებს, რატომ არის ეს მესიჯები აცდენილი პრემიერის და გუნდის სხვა წარმომადგენლების მესიჯებთან და რა არის საბოლოო ჯამში მმართველი გუნდის პოზიცია. ასევე არაერთ კითხვას აჩენს, რატომ აქვთ ამ ადამიანებს ასეთი ტიპის გონორი, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობენ და ვინ დგას რეალურად მათ უკან, როდესაც ისინი ასეთი გაბედულები არიან, მორალი წაუკითხონ კონკრეტულ ადამიანებს და საზოგადოებას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.