ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გონივრული იქნება.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას დატოვებს, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ფარგლებში დაბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამზარდია ღარიბაშვილის მიერ ცაკლე პარტიის შექმნას არ გამორიცხავს.
„ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი პარლამენტში წარმომოდგენია. მისი ნაკლოვანი მხარე, რაც მას პრემიერობისას ეთვლებოდა, როგორც ნაკლი, პარლამენტში მის უპირატესობად აღმოჩნდება, რადგანაც ხისტი ხასიათის ადამიანი ძალიან ეფექტური იქნებოდა ოპონენტებთან. ღარიბაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ კარგი სპიკერი იქნებოდა. პლუს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ძირითადად, ღარიბაშვილის ამომრჩეველია, რადგანაც მის მიმართ განსაკუთრებით დადებითი ემოციები აქვთ. თუ "რესპუბლიკელები" კოალიციიდან მიდიან, ღარიბაშვილი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ფარგლებში დაბრუნდეს, სხვა შემთხვევაში, ცალკე პარტიის რეჟიმში დაბრუნდება, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელისუფლებას გადაინაწილებდა", - განაცხადა გამზარდიამ "პირველ პრესკლუბში".