"თავისუფალი დემოკრატები" "რესპუბლიკურ პარტიასთან" საარჩევნო ბლოკის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ორ პარტიას შორის ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა და არც იგეგმებს.
"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. "რესპუბლიკური პარტია" არის კოალიცია "ქართული ოცნების" ნაწილი. რომც დატოვონ კოალიცია, "რესპუბოლიკურიმა პარტიამ", ჩვენს შორის არანაირი ბლოკი არ შედგება. არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაცია "რესპუბლიკურ პარტიასთან" არც გვაქვს და არც გვექნება, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. პარტია "თავისუფალი დემოკრატები" მარტო გავა ამ არჩევნებზე",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
არსებული ინფორმაციით, "რესპუბილიკურმა პარტიამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საარჩევნოდ შესაძლოა ბლოკი შექმნან.