ბელგიის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ მთავრობამ უსაფრთხოების კუთხით მარცხი განიცადა

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ მთავრობამ უსაფრთხოების კუთხით მარცხი განიცადა

ბელგიის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ ქვეყნის მთავრობამ უსაფრთხოების კუთხით მარცხი განიცადა. როგორც გამოცემა "თაიმი" წერს, მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგიას თურქეთის მოთხოვნაზე რეაგირება უნდა მოეხდინა.

მან ასევე დაადასტურა, რომ თურქეთის პოლიციამ გასული წლის ივნისში ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ძმებიდან ერთ-ერთი იბრაჰიმ ელ-ბაკრაუი დააკავა და მისი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელა.

ამასთან, ოფიციალურმა ანკარამ ბრიუსელი გააფრთხილა, რომ იგი დაეკავებინათ. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ბელგიის მთავრობის მხრიდან პირველი აღიარება სწორედ იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადება გახდა. "ჩვენ გულმოდგინება არ გამოვიჩინეთ", - აღნიშნა ბელგიის იუსტიციის მინისტრმა.