სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი სრულდება. პარაკლისს სიონის ტაძარში მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებიან.
ტაძარში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც უწმინდესმა დალოცა.
პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასრულებს.