შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცხეთაში, ჯვრის მონასტრის კედლების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მეორე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მონასტრის კედლებზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა წარწერები გააკეთეს. წარწერების ნაწილი, სავარაუდოდ, ლათინური და არაბული ანბანითაა შესრულებული.
ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.