რეგიონებში ინივაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის დასაფინანსებლად გრანტები გაიცემა

რეგიონებში ინივაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის დასაფინანსებლად გრანტები გაიცემა

გერმანიის მიერ საქართველოსთვის გამოფილი თანხები საინვესტიციო პროექტებს - ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დაახლოებით, 135 მილიონი ევროს ოდენობით სესხი და 5 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი გამოიყოფა, რომელიც მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს - ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განთლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, რეკონსტრუქციისა და გავითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილინი დოლარის სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინივაციების ეკოსისტემის პროექტისათვის, რაც გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას, მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინივაციური ეკოსისტემის ასაწყობად, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა დაეუფლება ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა პროფესიებს, ეს არის პროგრამირება, დიზანი, მეწარმული უნარების, მიკროელექტრონიკა, რაც თავის მხირვ, რეგიონებში შეწყობს ხელს ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას. ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა, ინივაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის დასაფინანსებლად და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.