გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ოქრუაშვილი გორში სტალინის ძეგლის არც დადგმის და არც აღების მომხრე არ ყოფილა.
"2030"-ის პირდაპირ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ქალაქის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალაქში სტალინის ძეგლი უნდა იდგეს, შესაძლებელია - დაიდგას.
"სტალინის აპოლოგეტი არ ვარ. მე მისი ძეგლის არც აღების მომხრე ვიყავი და არც დადგმის მომხრე ვარ. მე ვარ გორელების ინტერესების მომხრე. თუ ძეგლის დადგმა ადგილობრივი გავლენიანი მამამების მიერ მხარდაჭერილი 200-300 ადამიანის კაპრიზია, მომხრე არ ვიქნები, მაგრამ თუ ქალაქის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალაქში სტალინის ძეგლი უნდა იდგეს, შესაძლებელია - დაიდგას. ამომრჩეველს დავპირდით, რომ თუ ქალაქის ხელისუფლებაში მოვიდოდით ძეგლს დავაბრუნებდით, მაგრამ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ. მიღებული შედეგი ქალაქის უმრავლესობის ნების გამოვლენის საუკეთესო ტესტი იყო. ამიტომ, ქალაქის უმრავლესობამ პასუხი გამარჯვებულებს უნდა მოსთხოვოს, რომლებიც ძეგლის დადგმას სანახევროდ ჰპირდებოდნენ”,- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.