ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „Сharlie Hebdo“ ბრიუსელის ტერაქტების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში კარიკატურა გამოაქვეყნა, რომელსაც „ჯიჰადისტის უკანასკნელი სიტყვები“ ჰქვია.
ნახატზე გამოსახულები არიან ტერორისტები, რომლებსაც ურიკებით ჩანთები გადააქვთ და პოლიციელების გვერდით გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, აეროპორტსა და მეტროსადგურებში მომხდარ ტერაქტების სერიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა.
სატირული ჟურნალი გასული წლის იანვარში, თავად გახდა ტერორისტების სამიზნე. 2015 წლის იანვარში მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 10 ჟურნალის თანამშრომელი, 2 - პოლიციელი.