პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რძის მწარმოებელ კოოპერატივებს რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურა გადაეცემათ.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს არამარტო რძის შემკრები პუნქტის მოწყობის საშუალება ექნებათ, არამედ რძის ხარისხის შესამოწმებელი საველე აპარატურაც გადაეცემათ.
"ეს გულისხმობს 40 000-დან 75 000-მდე ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას დაახლოებით, 30-მდე კოოპერატივისთვის. პროგრამა ასეთ კოოპერატივებს საშუალებას მისცემს, არამარტო ადგილებზე შეაგროვონ რძე და უფრო მსხვილ მწარმოებლებს მიაწოდონ, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად მცირე მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა პრემიერმა.