მთავრობა პრივატიზების პროცესის დასრულების ახალ წესს ამტკიცებს

მთავრობა პრივატიზების პროცესის დასრულების ახალ წესს ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს დაამტკიცებს.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს დაამტკიცებს

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ძალიან ბევრ ადამიანს სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებულ პრობლემას გადაუჭრის.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მათ, ვისაც 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის მიღებამდე, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში გადახდილი აქვთ საფასურის 80%, მიწის შემთხვევაში კი - 90% ან მთლიანი საფასური და ვადების დარღვევის გამო ქონების დაკანონება ვერ მოახერხეს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში აღნიშნული ქონება დაუკანონდებათ.