ონლაინსესხების წინააღმდეგ ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა

ონლაინსესხების წინააღმდეგ ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა

ონლაინსესხების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტში ახალი პოსტერი გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინსესხების აკრძალვის მოთხოვნით, სოციალურ ქსელში რამდენიმე გვერდიც არის შექმნილი. გარდა ამისა, 24 მარტს, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციებისათვის რეგულაციების დაწესების მოთხოვნით, კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

ასოციაციის პოზიციით, ორგანიზაციების საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მასშტაბები, შესაძლოა, სოციალური აფეთქების წინაპირობა გახდეს.

ამ თემაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც დაუსვეს შეკითხვა. ის ფიქრობს, რომ ონლაინსესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს და საზოგადოება უახლოეს მომავალში ამ რეგულაციებს იხილავს.

„ვთვლი, რომ ონლაინსესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ჩემს ხედვებს ემთხვევა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.