ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონე შეამცირა

ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონე შეამცირა

ბელგიის მთავრობამ ტერორიზმის საფრთხის დონის შემცირება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

მისი თქმით, ტერორიზმის საფრთხის დონე ოთხიდან სამ ნიშნულზე ჩამოვიდა. თუმცა, ეს როგორ აისახება ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებზე, უცნობია. ბელგიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. მოსახლეობა ბრიუსელის ტერაქტების დროს დაღუპულებს გლოვობს. მეტროსა და აეროპორტში რამდენიმე დღის წინ განხორციელებულ ტერაქტებს 31 ადამიანი შეეწირა. მომხდარის შემდეგ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა, პრემიერმა მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.