29 მარტს, 03:00 საათიდან 30 მარტის 17:00 საათამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს გაზის მიწოდება შეუფერხდებათ.
შეფერხება მდინარე სუფსის ადიდების შედეგად დაზიანებული "ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის DN 500მმ-იანი ქობულეთის განშტოების მონაკვეთზე შექმნილი საავარიო სიტუაციის აღმოსაფხვრელად და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით ხდება.