ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.
ხვალ, საკონსტიტუციო ინიციატივას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია თელავში წარადგენს.
დაგეგმილია განხილვები - რუსთავში (28 მარტი), ზუგდიდში (31 მარტი), ბათუმში (2 აპრილი), ოზურგეთში (2 აპრილი), ახალციხეში (5 აპრილი), თბილისში (6 აპრილი), გორში (6 აპრილი), ყაზბეგში (7 აპრილი), მესტიაში (8-9 აპრილი), ამბროლაურში (14 აპრილი) და ქუთაისში (15 აპრილი).
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის დონეზე განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.