ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი დღეს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის კიბო გახდა. კრუიფის ავადმყოფობის შესახებ ცნობილი ოქტომბერში გახდა, როცა მან ბარსელონაში გამოკვლევა ჩაიტარა.
"ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა კარიერის დიდი ნაწილი ამსტერდამის "აიაქსსა" და კატალონიურ გრანდში გაატარა. კრუიფი 8-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, ერთხელ - ესპანეთის. ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მან 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1976 წლის ევროპის ჩემიონატზე კი - ბრინჯაოსი.
კარიერის მანძილზე კრუიფმა ოთხჯერ მოიგო "ოქროს ბურთი", ჩემპიონთა თასს ორჯერ მწვრთნელის, ერთხელ კი ფეხბურთელის რანგში დაეუფლა.