ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ, ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან იამბონმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მისი გადადგომა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ბელგიური მედია იტყობინება.
ტელეკომპანია RTBF მიიჩნევს, რომ მინისტრმა გადადგომა თურქეთის ხელისუფლების გამო გადაწყვიტა, რომლის თანახმად გასულ წელს მათ ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებელი ბრაჰიმ ბაკრაუი ბელგიას გადასცეს და გააფრთხილეს, რომ ის საშიში პიროვნება იყო, თუმცა ბრიუსელმა ამ გაფრთხილების იგნორირება მოახდინა.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.
პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და ევროპას ახალი თავდასხმებით დაემუქრა.