სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგიამ დღეს ზუგდიდში, კიდევ ერთი ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია სოფელ რუხში „რუხი მოლში“-ში, 12:00 საათზე გაიმართა. ღონისძიება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ზუგდიდის გუბერნატორმა და საპატნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ გახსნა. 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. „ჰიპერმარკეტის გახსნა ზუგდიდში, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 70-მდე ადამიანი დასაქმდა.