ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრი ემბერ რუდი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში ბრიტანეთი შესაძლოა რუსულ გაზზე გახდეს დამოკიდებული.
როგორც euronews.ge წერს, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთმა ბუნებრივი აირის საკითხი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის პუტინის რუსეთი, გაზის შეტანას საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ. მკვეთრად აძვირებენ ფასს ან სულაც წყვეტენ გაზის მიწოდებას. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება მოპარულ იქნას და გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის," – განაცხადა ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
ემბერ რუდმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლამ შესაძლოა ბრიტანეთში უცხოური კომპანიების ინვესტიციების განხორციელება შეაფერხოს.