ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ ონლაინსესხების მიმართულებით, რეგულაციები უნდა არსებობდეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს და საზოგადოება უახლოეს მომავალში არ რეგულაციებს იხილავს. „ვთვლი, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და მან უნდა გააკეთოს ეს. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ჩემს ხედვებს ემთხვევა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.