"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია საზოგადოებას ახალ სახეებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" საოლქო ორგანიზაციების კონფერენციის გახსნაზე განაცხადა, რომ კონფერენციების დასრულების შემდეგ, პარტია აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.
"პარტია განაგრძობს კონფერენციების ჩატარებას. კვირას დასრულდება კონფერენციები და შემდეგ ჩვენ გადავალთ ძალიან აქტიურ პარტიულ სამუშაო რეჟიმზე. ყრილობა ჩატარდება გაზაფხულზე, სავარაუდოდ, აპრილის თვეში. ახალი სახეები თანდათან გამოჩნდება", - განაცხადა კობახიძემ.