ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების ატვირთვის საქმის გამოძიება რთული პროცესია.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესებით, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა ზიანდება.
„დაველოდოთ გამოძიებას. რთული პროცესია. როდესაც ასეთი ვიდეოების ატვირთვა ხდება, მისი გამოძიება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქმის გამოსაძიებლად. ეს არის ადამიანების მორალური განადგურება. ვიცით, ვინც აკეთებს ამ ყველაფერს და ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ. პოლიტიკურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, თუ ვინმე ზიანდება ამით, ეს არის საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კალაძემ.