აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ბილინგის პროგრამის ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა. განხორციელდა კომპანიის მომსახურების ცენტრებში არსებული 50 ბილინგის ბაზის ერთ ბაზად ჩამოყალიბება და ცენტრალიზაცია. განხორცილებული ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა უფრო ოპერატიულად მოხდეს ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის მიღება და დამუშავება.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას აწარმოებს სწრაფი გადახდის აპარატების, ვებ–გვერდების ან ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ინფორმაცია მაქსიმუმ 15 წუთში აისახება მონაცემთა ბაზაში. დავალიანების გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა კი განხორციელდება სემეკის 2012 წლის, 5 ივლისის, #6 დადგენილების შსაბამისად.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შესაბამისი თანამშრომელი აბონენტების ბალანსის შესახებ ინფორმაციას Pad-ებზე, ონლაინ რეჟიმში მიიღებს, რაც თავის მხრივ დააჩქარებს დავალიანების გამო გათიშული აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტების მომსახურების გაუმჯობესების კუთხით ახალი პროექტების დანერგვას და არსებულის დახვეწას.