რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა კონსტრუქციულ, სამუშაო გარემოში ჩატარდა, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვითარება რეგიონში მშვიდი და სტაბილურია.
ამასთანავე, დისკუსიებზე მხარეებმა ქართულ დელეგაციას შეშფოთება გამოუთვეს საქართველო-ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის დონის გაზრდის გამო.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ასევე შეშფოთება გამოთქვეს "არსებული ინფორმაციის გამო საქართველოს პანკისის ხეობის რაიონში ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტების მომზადების შესახებ".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ივნისის შუარიცხვებში გაიმართება.