„საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნას გამოვრიცხავ

„საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნას გამოვრიცხავ"

ვიცე პრემიერ, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა და შესაბამისად, კალაძე გამორიცხავს, რომ ის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნდეს.

„საარჩევნო სიაში ბიძნა ივანიშვილის ყოფნას გამოვრიცხავ. როდესაც ის მოვიდა პოლიტიკაში, მაშინვე განაცხადა, რომ მოვიდოდა, გაიმარჯვებდა და რამდენიმე ხნის შემდეგ, თანამდებობას დატოვებდა. მან შეასრულა თავისი სიტყვა. ზოგადად, ასეთი რაღაცები არ ხდება ხოლმე. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა, ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში, არ არის სწორი“, - განაცხადა კალაძემ.