აშშ-ს თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი აცხადებს, რომ ევროპამ უნდა დააჩქაროს ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-სთან გაერთიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.
"ბრიუსელზე თავდასხმამ უნდა დაანახოს ევროპას, რომ საჭიროა დაჩქარდეს მისი გაერთიანება აშშ-სთან ანტიტერორისტულ მოქმედებებში სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ", განაცხადა კარტერმა.
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის განცხადებით კი, "ევროპამ უნდა იტვირთოს მისი წილი პასუხისმგებლობა ანტიტერორისტულ მოქმედებებში".