ბარაკ ობამა:  ISIS არ არის სასიცოცხლო საფრთხე ჩვენთვის

ბარაკ ობამა: ISIS არ არის სასიცოცხლო საფრთხე ჩვენთვის

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც euronews.ge წერს, არგენტინაში ვიზიტით მყოფმა ობამამ განაცხადა, რომ "აშშ გააგრძელებს ნებისმიერი სახის დახმარების გაწევას, რათა ამ აქტების ჩამდენები დაისაჯონ".

"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას, სანამ ის არ იქნება აღმოფხვრილი სირიიდან და ერაყიდან და საბოლოოდ არ განადგურდება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ობამა დარწმუნებულია, რომ "ისინი ვერაფერს მიაღწევენ". "ISIS-ის მსგავსი ჯგუფები ჩვენ ვერ დაგვამარცხებს, ისინი ვერაფერს მიაღწევენ, ისინი არ წარმოადგენენ სასიცოცხლო საფრთხეს ჩვენთვის", დასძინა ობამამ.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან ბრძოლაში.

"ჩვენ შეგვიძლია და დავამარცხებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის და მსოფლიოს სხვა ხალხების უსაფრთხოებას ემუქრება. ეს ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია", - აღნიშნა მან.