Associated press -

Associated press - "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში ტერაქტების მოსამზადებლად 400 მებრძოლი მოამზადა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ევროპაში ტერაქტების მოსამზადებლად სულ მცირე 400 მებრძოლი მოამზადა. ამის შესახებ სააგენტო Associated press-ი ევროპული ქვეყნებისა და ერაყის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მებრძოლები თავად აირჩევენ თავდასხმების ადგილსა და დროს.

წყაროს თანახმად, მათ ერაყის, სირიისა და შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოური ქვეყნების ტერიტორიაზე ამზადებენ, ასწავლიან ბრძოლის წარმოების სტრატეგიას, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მეთოდიკას.