პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.
ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის 81 წევრია. აღნიშნული პროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.
უმრავლესობის პროექტით ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის იგეგმება. კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს იურიდულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.