ისრაელის დაზვერვის მინისტრი - ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან

ისრაელის დაზვერვის მინისტრი - ბელგიელები შოკოლადის ჭამას უნდა შეეშვან

ისრაელის დაზვერვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ "თუ ბელგია გააგრძელებს შოკოლადის ჭამას, დატკბება ცხოვრებით და გამართავს აღლუმებს, როგორც დიდი ლიბერალები და დემოკრატები და არ მიაქცევენ ყურადღებას იმ მუსლიმებს, რომლებიც იქ არიან და ტერორისტული აქტების ორგანიზებას ახორციელებენ, იქამდე ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვათ".

როგორც euronews.ge წერს, კაცმა აღნიშნული განცხადება ისრაელის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში გააკეთა.
გარდა ისრაელ კაცისა, ბელგიის უსაფრთხოების სამსახური აშშ-ს დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმაც გააკრიტიკა.

მისი თქმით, "ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები "ბავშვებივით გულუბრყვილოები არიან".