გიორგი კვირიკაშვილი დღეს პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს

გიორგი კვირიკაშვილი დღეს პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, პროფესიული განათლების რეფორმის გეგმას წარადგენს. ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში 11.00 საათზე გაიმართება. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, განათლების რეფორმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

"რეფორმების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის რეფორმას, განათლების რეფორმას, სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას, ემსახურება ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას. განათლების რეფორმის პირველი ბლოკის პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გააცნობს. სიახლის თანახმად, პროფესიულ განათლებაში გატარდება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთას", - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.