Sky News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე მზად არის თვითმკვლელი თავდამსხმელების ჯგუფებს შეუერთდეს და "ისლამურ სახელმწიფოს" ემსახუროს . ინფორმაციას Sky News-ზე დაყრდნობით euronews.ge ავრცელებს.
"ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ მოპოვებულმა ათასობით დოკუმენტმა "ისლამური სახელმწიფოს" "თვითმკვლელთა დაჯგუფების" არსებობა დაადასტურა. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 123 წევრისგან შედგება, რომლებიც მზად არიან თვითმკვლელი თავდამსხმელები გახდნენ და თავიანთ ქვეყნებში სასტიკი თავდასხმები მოაწყონ", - წერს სააგენტო.
Sky News-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრები ძირითადად საფრანგეთის, გერმანიის, ტუნისის, ეგვიპტის, ესპანეთისა და ბელგიის მოქალაქეები არიან. დოკუმენტაციის თანახმად, ტერორისტულ ორგანიზაციას სირიაში ორი საწვრთნელი ბაზა აქვს, სადაც მოხალისეები თავდასხმის ხერხებს სწავლობენ.