გენპროკურორი: ბელგიის ტერაქტებში მონაწილე ერთ-ერთმა თვითმკვლელმა გზავნილი დატოვა

გენპროკურორი: ბელგიის ტერაქტებში მონაწილე ერთ-ერთმა თვითმკვლელმა გზავნილი დატოვა

ერთ-ერთმა თვითმკვლელმა, რომელმაც 22 მარტს ბრიუსელში თავი აიფეთქა, საკუთარ პორტატულ კომპიუტერში სიკვდილის წინ შეტყობინება დატოვა.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ბელგიის გენერალურმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლეუმ განაცხადა. მისი თქმით, გამომძიებლებმა სანაგვეში, იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ თვითმკვლელები ცხოვრობდნენ, კომპიუტერი იპოვნეს. გზავნილში წერია: "არ ვიცი რა გავაკეთო. მეძებენ. თუ ჩავბარდები, დამაპატიმრებენ".

პროკურატურის აზრით, წერილი 29 წლის ბრაჰიმ ბაკრაუის ეკუთვნის. გამოძიება მიიჩნევს, რომ სწორედ მან აამოქმედა ბრიუსელის აეროპორტის გაფრენის დარბაზში ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, იმ საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად, სადაც სავარაუდოდ აფეთქებების ორგანიზატორები ცხოვრობდნენ, 15 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, ასევე ქიმიკატები, რომლებიც თვითნაკეთი ასაფეთქებლებისთვის გამოიყენება.