ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში,  ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

ჩიტაიას N23-ში, წინამძღვრიშვილის N41-ში, გრემის N7-სა და ნათიშვილის N7 -ში საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, გამაგრდება სახლის საძირკველი, კედელი მოიჭიმება ლითონის ბადით.                                                            სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 249 029 ლარს.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 90%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 10%-ს გადაიხდის.  აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 50 ოჯახი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  სამუშაოები მიმდინარეობს 80 მისმართზე.