ჯონ კერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედება

ჯონ კერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. რუსული მედიის ცნობით, ჯონ კერის თვითმფრინავი ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავს. იგი ასევე გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდება, რომელიც ასევე რუსეთში იმყოფება.

როგორც პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ლიდერების შეხვედრის თემა სირიის საკითხი და აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების განხორციელება იქნება. არ გამორიცხავენ, რომ კერიმ რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს შესახებაც ისაუბროს. სავჩენკოს გუშინ რუსეთის სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.