ნატო-სთვის საქართველოსნაირი მტკიცე პარტნიორის ყოლა დიდი პატივია

ნატო-სთვის საქართველოსნაირი მტკიცე პარტნიორის ყოლა დიდი პატივია

ნატო-სთვის დიდი პატივია ჰყავდეს ისეთი მტკიცე პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, რომელიც აგრძელებს მისი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში, - ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა და ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (შHAPE) უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო რიცხობრივად მეორე კონტრიბუტორია ნატო-ს მისიაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს.

როგორც ბრდილავმა აღნიშნა, საერთაშორისო ოპერაციებში თავისი მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

"ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ ქართველი ხალხის იმისათვის, რომ ისინი იჩენენ დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები და საქართველოს შეირღებული ძალების სამხედროები უკვე 15 წლის განმავლობაში ერთად მსახურობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ორივე ჩვენი ქვეყნის სამხედროები კარგად არიან ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს იყვნენ ბრძოლაში გამობრძმედილი ძმები, მეგობრები.

აშშ-ის დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განმტკიცება, ასევე გაღრმავდეს საქართველოს ურთიერთავსებადობა ნატო-სთან. ჩვენი მიზანია საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გამოაცხადებს მის მზადყოფნას", - განაცხადა ბრიდლავმა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი და ამ პოზიციის ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ.