სტამბულის პოლიციამ სავარაუდოდ „ისალმური სახელმწიფოს“ 3 მებრძოლი დააკავა, რომლებსაც ბრალად თურქეთში გერმანიის დიპლომატიურ მისიებზე ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვა ედებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „DHA“ უსაფრთხოების სამსახურის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამივე დაკავებული - თურქეთის მოქალაქე მუჰამედ ნასი, ერაყის მოქალაქე იბრაჰიმ ჰანემ ალშალევეი და სირიის მოქალაქე ალი ალ ფარაჩი სტამბულის უსაფრთხოების სამსახურის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
შეგახსენებთ, რომ გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გერმანიის სპეცსამსახურებმა თურქეთში მდებარე დიპლომატიურ მისიებზე მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
არსებული საფრთხის გამო, დიპლომატიური წარმომადგენლობები და სკოლები რამდენიმე დღე დაკეტილი იყო.