მამუკა ბახტაძე ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

მამუკა ბახტაძე ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბახტაძე აღნიშნულ პოსტზე "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანმიმდევრული შესრულების მიზნით ინიშნება.

მასვე მიენიჭა საქართველოს სახელით "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში ოფიციალური კომუნიკაციის წარმოების უფლება.