ხვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. როგორც euronews.ge წერს, საბჭო შეეცდება ბრიუსელის ტერაქტებსა და ტერორისტულ გამოწვევებზე ახლებური მიდგომები შეიმუშავოს.
ამასთან, სააგენტოს განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ევროპის საავიაციო მგზავრთა სახელების რეესტრის თემაც, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში შემავალი ყველა საავიაციო მგზავრის პირადი მონაცემების გაცვლას ევროკავშირის წევრების სპეცსამსახურებს შორის ავტომატურ რეჟიმში.
ევროკავშირის ანტიტერორისტული საკითხების კოორდინატორი ჟილ დე კერხოვი აცხადებს, რომ "რეესტრი არ არის ყველა პრობლემის მოგვარების საშუალება, თუმცა არსებითი ნაწილია ამ პროცესში".
მისი თქმით, ევროკავშირმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს საფრთხეების თავიდან აცილებისთვის."
"საჭიროა მეტი კოორდინაცია, მეტი ევროპა და მეტი შენგენი", - აცხადებს იგი.