ბრიუსელში დაკავებული პიროვნება, რომელიც მედიის ცნობით, ტერაქტების სავარაუდო მონაწილე ნაჯიმ ლაშრაუია, სინამდვილეში სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდა. ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.
ბელგიური გამოცემა "DH" წერს, რომელმაც პირველად გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, ახლა იტყობინება, რომ დაკავებულის იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა.
სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც "ბიბისი" იტყობინება, უახლოეს საათებში პრესკონფერენციას გამართავენ.
თავის მხრივ, გამოცემა "ტელეგრაფი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიუსელის პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი კვლავ თავისუფალია.
ლაშრაუის ფოტოსურათი ბრიუსელის პოლიციამ გუშინ გაავრცელა. კამერებმა ის ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ტერაქტებრამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირეს. ის ორ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც მოგვიანებით, აეროპორტში თავი აიფეთქა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საუბარი იყო ძმებ ჰალიდ და ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიებზე.