ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ სტეფნაძე პრემიერ-მინისტრს უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი წერილით მან პრემიერს მიმართა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ბატონო პრემიერო, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არსებული "ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციისა" და "ქართველ ემიგრანტთა მომსახურეობის ცენტრის" წევრთა სახელით დიდ მადლობას გიხდით საქართველოს ხელისუფლებასა და პირადად თქვენ ბატონო პრემიერო, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის. პატივისცემით ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ სტეფნაძე. ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქარსაულიძე", - აღნიშნულია წერილში.