ბელგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტერაქტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჩაასწორა

ბელგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტერაქტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჩაასწორა

ბელგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჩაასწორა.

"ფოქს ნიუსის" ცნობით, ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე პირებს შორის ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი იყვნენ, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთმა ძმამ მონაწილეობა აეროპორტში, მეორემ კი მეტროში განხორციელებულ აფეთქებაში მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ორივე მკვდარია. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ნაზიმ ლააშრაუი კი დააკავეს. 25 წლის ეჭვმიტანილი ქალაქ ანდერლეხტში დააკავეს. იგი ერთ-ერთია იმ სამ პირს შორის, რომელიც ბელგიის პოლიციის მიერ გავრცელებულ აეროპორტში სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს.