დათა ახალაიაზე ინტერპოლის გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება

დათა ახალაიაზე ინტერპოლის გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება

დათა ახალაიასთან დაკავშირებით ინტერპოლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პროკურატურის არაპროფესიონალიზმი იკვეთება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტერპოლის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია წითელი ცირკულარით აღარ იძებნება.

"ეს არის ევროპელების და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების გადაწყვეტილება. ქართულ პროკურატურას შესაბამისი არგუმენტაცია უნდა მიეცა საერთაშორისო პოლიციისთვის. აქ იკვეთება პროკურატურის არაპროფესიონალიზმი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

დათა ახალაიას მიმართ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა.